Posts

Showing posts from May, 2017
Image
ტიციან ტაბიძე ტიციან ტაბიძე  (დ.  2 აპრილი   ძვ. სტ. [21 მარტი] ,  1895  — გ.  16 დეკემბერი ,  1937 ) — ქართველი  სიმბოლისტი   პოეტი , მწერალი,  „ცისფერყანწელთა“  მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბიოგრაფია ადრეული წლები დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში,  ქუთაისის მაზრის  სოფელ  ჭყვიშში  (ამჟ.  ვანის მუნიციპალიტეტი ). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა. „მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად  ქუთაისის  სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გა...